დიმიტრი პესკოვი: უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ

ევროკავშირში გაწევრიანების მკაცრს კრიტერიუმებს ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ვერ აკმაყოფილებენ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეიძლება წლების ან ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.

“ევროკავშირს ყოველთვის ჰქონდა გაწევრიანების მკაცრი კრიტერიუმები და ამ დროისთვის აშკარაა, რომ ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ”, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ახლა „თავის ისტორიაში არცთუ საუკეთესო პერიოდი უდგას”, როგორც ბლოკის ფუნქციონირების, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით და ცხადი ხდება, რომ კიევთან და კიშინიოვთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება აბსოლუტურად პოლიტიზებულია.

„ევროკავშირის სურვილია ამ გზით გამოხატოს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ ახალ წევრებს რეალურად ევროკავშირის დესტაბილიზაცია შეუძლიათ”, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც ხდება, რადგან ის იმავე კონტინენტზეა, რომელზედაც ევროკავშირი.