გერმანიის ბუნდესვერის მარაგიდან უკრაინას მეორე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Patriot გადაეცა. მასში მართვის სადგური, რადიოსალოკაციო დანადგარი, რვა სარაკეტო დანადგარი და 60-მდე რაკეტა შედის. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
დახმარების მორიგ პაკეტში გერმანიამ უკრაინას ასევე 9 მუხლუხებიანი ყველგანმავალი Bandvagn და 8 უნივერსალური სატვირთო ავტომობილი Zetros გადასცა. ასევე უკრაინას განაღმვის 8 უნივერსალური სისტემა და 155 მმ-იანი 7 ათასი საარტილერიო ჭურვი გადაეცა.
რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას დახმარებას არ შეუწყვეტს. მისი თქმით, „ომი შორს არის დასასრულისგან“.
„ეს ომის ასე მალე არ დასრულდება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში გავაკეთოთ ის, რაც აუცილებელია“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
2023 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა Patriot-ის დახმარებით კიევთან რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს. რამდენიმე დღეში რუსეთმა კიევზე მასირებული სარაკეტო იერიში მოაწყო და 8 „კინჟალი“ გამოიყენა. ერთ-ერთი Patriot-ის რაკეტის ნამსხვრევებით დაზიანდა, მაგრამ მისი შეკეთება მალევე მოხერხდა.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, საერთო ჯამში Patriot-მა 15 რესული „კინჟალი“ ჩამოაგდო.