გიტანას ნაუსედა – დღეს ჩვენ ვზეიმობთ და ვულოცავ საქართველოს, თქვენ ეს დაიმსახურეთ

დღეს ჩვენ ვზეიმობთ და ვულოცავ საქართველოს, თქვენ დაიმსახურეთ ეს​, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

როგორც გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, „თვალს ვადევნებდი რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში და ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობაა“.

„დღეს ვზეიმობთ და ნამდვილად ვამაყობ, რომ ვარ ევროპელი და ამ პოლიტიკური სიგნალის გასაგზავნა აუცილებელი იყო ჩვენი მეგობრებისთვის, განსაკუთრებით უკრაინაში, რადგან ეს ქვეყანა ომშია. მქონდა შესაძლებლობა, სატელეფონო საუბარი მქონოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მათ ვუთხარი – თქვენ იმსახურებთ ამ გადაწყვეტილებას, თქვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინეთ საჭირო რეფორმების განსახორციელებლად და დაჯილდოვდით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან გრძელი პროცესის დასაწყისია, თუმცა როდესაც წიგნს კითხულობთ, საჭიროა პირველი გვერდის გახსნა, რათა შორს წახვიდეთ. იმედი მაქვს, უკრაინა წარმატებას მიაღწევს და იქნება ევროპაში, რადგან ჩემი აზრით, უკრაინა დღეს უკვე ევროპაშია და იცავს ჩვენს თავისუფლებას, იცავს ჩვენს დემოკრატიას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ და ვულოცავ საქართველოს, თქვენც დაიმსახურეთ ეს და მე ვიცი, რა რეაქცია მოჰყვა ამას ქუჩებში, თვალს ვადევნებდი რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში და ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობაა, ნება მომეცით ჩემს გულში ვიზეიმო“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.