„თბილისი-ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები დღეს, საღამოს 8 საათზე აინთება.
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის პროცესი დასრულებულია, ჩატარდა ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გენერალური რეპეტიციაც. საღამოზე წარმოდგენილი იქნება შობის ვარსკვლავის დაბადების ისტორია და გაიმართება კონცერტი.
თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვან სანახაობას ჰპირდება. რაც შეეხება საახალწლო სოფელს, ის ხვალ 16 დეკემბერს ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე გაიხსნება.