არგენტინაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, ძლიერი ქარიშხლის გამო დაზიანებულია ხეები, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც.
არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ოფისმა დაღუპულთა ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და ადგილობრივებისთვის რეკომენდაცია გასცა, რომ დარჩნენ საკუთარ სახლებში.