ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6822 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9338 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9252 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.
Და ბოლოს, 1 ლარი დღეს 33,75 რუსულ რუბლს შეადგენს !