საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისე. წ. “სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის” უფროსი ნინო გიორგობიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი “მყარი დასაყრდენია” და მისი მეხოტბე. აი რა დაწერა მან, თავის პირად გვერდზე “ფეისბუკში”, 2022 წლის 26 თებერვალს:
„დილიდან ვაკვირდები შეფასებებს, რაც პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გაკეთდა. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს. ამბობს სიმართლეს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის”.
თუმცა ადრე, ნინო გიორგობიანი სააკაშვილის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შირმის ქვეშ. 2006 წელს იგი მინსკში, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მოწყობილი მორიგი დამხობის მცდელობისთვის ხელის შესაწყობად, როგორც “ჟურნალისტი”, იქნა გაგზავნილი. ბელორუსმა სამართალდამცავებმა ქართველი პროვოკატორები გააუვნებელყვეს და “კუტუზკაში” შეტენეს რამდენიმე დღით. ამან სააკაშვილის ხელისუფლებისა და პირადად თამარ კინწურაშვილის (იმჟამად სააკაშვილის მორჩილი “საზმაუს” ბოსის) აღშფოთება გამოიწვია:
“დღეს, მინსკში ბელარუსის მილიციამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ნინო გიორგობიანი და ოპერატორი გიორგი ლაღიძე იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებისგან იღებდნენ ინტერვიუებს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს პროტესტი გამოთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა თამარ კინწურაშვილმა და ჟურნალისტების გათავისუფლების მიზნით დახმარებისთვის საერთაშორიოს საზოგადოებას მიმართა.
“ჩვენ არა გვაქვს არანაირი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაში არიან ისინი. ვიცით ერთადერთი, რომ ისინი იმყოფებიან მინსკის შინაგან საქმეთა სამმართველოს მოსკოვის რაიონის განყოფილებაში, ცალ–ცალკე ოთახებში გაიყვანეს ოპერატორი და ჟურნალისტი და მათთან სატელეფონო კავშირი შეწყვეტილია“, – განაცხადა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თამარ კინწურაშვილმა.
დღესვე ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, სადაც კატეგორიულ პროტესტს გამოხატავს ამ ფაქტთან დაკავშირებით და მოითხოვს საქართველოს მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ამასთანავე, მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ბელორუსიის პარლამენტს, ყველაფერი იღონონ უდანაშაულო ადამიანების გასათავისუფლებლად და უზრუნველყონ მათი სამშობლოში დაბრუნება. გადამღები ჯგუფი მინსკში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების დღიდან, 19 მარტიდან იმყოფება” – წყარო: სოროსული “სივილჯორჯია“, 2006 წლის 24 მარტი.
შემდგომ პერიოდში, გიორგობიანი მუშაობს ქართველ-სომეხი ბიზნესმენის, თამაზ გაიაშვილის ავიაკომპანია “აირზენაში”. 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი საზოგადოებამ გაიგო, რომ ქ-ნი ნინო ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით სარგებლობს. გიორგობიანი ხან შსს-შია, ხან სუს-ში “სტრატეგიული კომუნიკაციების” ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ნინო გიორგობიანი მნიშვნელოვანი რგოლია ირაკლი ღარიბაშვილთან თამაზ გაიაშვილის ავიაკომპანიის ინტერესების ლობირებაში.
სააკაშვილის დროინდელი სუს-ური წარსული ნინო გიორგობიანს გამოადგა. ვინმეს რომ ეჭვი არ შეეპაროს სააკაშვილის კეთილგანწყობაში, ქ-ნი ნინოს მიმართ, სააკაშვილისვე არქივში ჩავიხედოთ, რომელიც ინტერნეტში ხელმისაწვდომია:
09.04.2006საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მინსკში დაკავებული საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჟურნალისტი და ოპერატორი ღირსების ორდენით დააჯილდოვადღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 კვირის წინ მინსკში ბელარუსი სამართალდამცველების მიერ აქციაზე დაკავებული საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჟურნალისტი ნინო გიორგობიანი და ოპერატორი გიორგი ლაღიძე ღირსების ორდენით დააჯიდლოვა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიწყარო: სააკაშვილის არქივი
წესით, სადმე ვიდეოც იქნება შემონახული, როგორ გულითადად ჩაიხუტა “მიშამ” გიორგობიან-ლაღიძის “ჟურნალისტური” ტანდემი.
ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო! ნაც-ქოცური კომპოტი მზად არის და მიირთვი, ქართველო ხალხო.