“ოცნების” უარი “მაგნიტსკის სიას”

სანქციების კიდევ სამი წლით გაგრძელებას  რუსი ოლიგარქებისთვის ,მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის  ევროკავშირის ყველა წევრი და კანდიდატი ქვეყანა უჭერს, საქართველო კი ახლა რეგიონშიც კი ერთადერთია, ვინც ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ოცნებას ეშინია, მმართველი პარტია თავს იზღვევს  რადგან სიის ავტორმა ერთხელ უკვე თქვა რომ შავ სიაში შესაძლოა ქართველებიც მოხვდნენ.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების თანახმად, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, „მაგნიტსკის ევროპული სია” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს.

გადაწყვეტილებას შეუერთდნენ კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე EFTA-ს (ვროპის ეკონომიკური ზონის) ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია.

საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც აქტის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს.