რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება სამი ქვეყნის, ბელარუსის, მოლდოვის და ყაზახეთის მოქალაქეებს გაუმარტივა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ამ ქვეყნის მოქალაქეებს ახლა რუსეთში მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა, ასევე რუსეთის ისტორიის და სახელმწიფოს მოწყობის გამოცდის ჩაბარება აღარ სჭირდებათ. რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად ბელარუსებს რუსული ენის გამოცდის ჩაბარება აღარ დასჭირდებათ, მოლდოვის და ყაზახეთის მოქალაქეებისთვის ეს წესი ძალაში დარჩება.
2023 წლის დასაწყისში არსებული მონაცემებით, რუსეთში სამ მილიონამდე უცხოელი მუშაობს და მათი უმეტესობა დსთ-ს ქვეყნებიდანაა.