თეთრი სახლი შეშფოთებულია ისრაელის მიერ ლიბანის სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმით – ჯონ კირბი

თეთრი სახლი შეშფოთებულია ისრაელის მიერ ლიბანის სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმით, – ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, აშშ-ს არ სურს „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომის სხვა ფრონტებზე გავრცელება და მხარს უჭერს ისრაელს, რომ თავი დაიცვას „ჰეზბოლასგან“ ჩრდილოეთის საზღვარზე.

„თავდასხმები ლიბანის სამხედროებზე ღრმად შემაშფოთებელია, რადგან ისინი არ არიან ამ კონფლიქტის ნაწილი“, – აცხადებს კირბი.