ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, აშშ არ გვიღალატებს

უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დახმარებას გაუწევს და საკითხი მხოლოდ თარიღებს ეხება. ამის შესახებ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ფინანსური დახმარების გასაწევად სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. „ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე“, – თქვა მან.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიიღებს შეერთებული შტატებისგან დახმარებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს და ის, რაზეც შევთანხმდით, სრულად განხორციელდება. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან და სენატორებთან ვიპოვე ურთიერთგაგება. ორივე მხარეს შევხვდით. ვნახოთ. საკითხი თარიღებს ეხება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.