ტრამპი აჯანყებას მხარს უჭერდა, ამაზე არცერთი კითხვა არ არსებობს – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში.

„მიუხედავად იმისა, მე-14 შესწორება ვრცელდება თუ არა, ჩვენ სასამართლოს მივცემთ უფლებას, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ტრამპი ნამდვილად უჭერდა მხარს აჯანყებას, ამაზე კითხვა არ არსებობს. არცერთი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უარი განუცხადა საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ეპასუხა კითხვაზე, უნდა მოიხსნას თუ არა ტრამპი საპრეზიდენტო კენჭისყრიდან, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ტრამპი მხარს უჭერდა აჯანყებას.

შეგახსენებთ, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.