იენს სტოლტენბერგი – პუტინმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი განაცხადა, რომ საომარი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი ვეღარ შეძლებს სამხედრო წარმატების მიღწევას უკრაინაში.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის მიზანი იყო თავიდან აეცილებინა უკრაინის ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ თითქმის ორი წლის შემდეგ უკრაინა იმაზე უფრო ახლოსაა ნატო-სთან და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის ამ ომისთვს.