“ვერ მოერევა 30 წლიანი ტვინის რეცხვით მიღებული თაობა, ის უბრალოდ გაითქვიფება დასავლურ ღირებულებებში სულიერად, ფიზიკურად კი აზია ჩაყლაპავს!…”

არანაირი გარყვნის და გაბილწების წინაშე ჩვენ არ ვდგავართ! არც სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე არ ვდგავართ! გარყვნის და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე 30 წლის წინ დავდექით… დღეს ჩვენ ვდგავართ სრულად გაქრობის წინაშე!და თუ მივუშვით, ამ გაქრობას უკვე ვეღარაფერი მოერევა!

ვერ მოერევა 30 წლიანი ტვინის რეცხვით მიღებული მომავალი თაობა, ის უბრალოდ გაითქვიფება დასავლურ ღირებულებებში სულიერად, ფიზიკურად კი აზია ჩაყლაპავს!

ღმერთი რომ გაგვიწყრეს და რუსეთმა დათმოს კავკასია, ზუსტად ეს დაგვემართება ფიზიკურად!
ჩვენს ზნეობაზე კი რუსეთი, დამიჯერეთ, არ იზრუნებს, რადგან ე.წ. მედასავლეთეები ისეთი კარგი მასალა არიან ფულის ჭკუაზე სასიარულოდ, რუსები თითსაც კი არ გაანძრევენ ქვეყნის შიდა საქმეებში რაიმეს გამოსასწორებლად, პირიქით, სათავისოდ გამოიყენებენ ამ გახრწნილებს და ესენიც სიამოვნებით მიეყიდებიან, ეს გაითავისეთ კარგად!

გაიგეთ, პოლიტიკა დაუნდობელი რამ არის, გეოპოლიტიკა – მით უმეტეს!
არც ერთ ეპოქაში ქვეყანა გულგრილობით და “ნეტა, მე ვინ მეკითხებათი” არ გადარჩენილა!

ქართველები ყველა ეპოქაში, ყველა საუკუნეში, ათწლეულებშიც კი, ყველა თაობა რაღაცას ვკარგავდით ზნესა და აზროვნებაში, თუ არა და გადახედეთ ისტორიას!
მტერმა იმდენი მოახერხა, აწი გაქრობის პირას დავდექით – დანაწევრების და გაქრობის…
ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკა ან კლანური ომები. ნაცქოცები არიან უცხო ქვეყნის აგენტები, ერთი ჰყავთ ბატონიც და პატრონიც, შეიგნეთ ეს, პირველ რიგში, მათმა მყვარებლებმა!

ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, არ არსებობს ამ ქვეყანაში მსგავსი რამ – მიმდინარეობს ბრძოლა ქართველთ ქვეყნის გაქრობა-გადარჩენისთვის!

დადექით საქართველოს გვერდით, დიდ წილად ეს თხოვნა “შუაშისტებს” გეხებათ…
ქვეყანაში დამყარებულია ნაცქოცური დიქტატურა, იგივე დასავლური აფერისტული დემოკრატია, რომლის შხამიც ერთნაირად წამლავს ერსაც და ბერსაც!

2024 წელი იქნება უმძიმესი და ქართველობას წაგების უფლება არ გვაქვს!!!

 

მაია დვალიძე