გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზას სექტორში დაბრკოლებას უქმნის ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას.
„ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ერთადერთი გზაა ღაზაში მცხოვრები ხალხის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ამ მიმდინარე კოშმარის დასასრულებლად. იმედი მაქვს, რომ უშიშროების საბჭოს დღევანდელი რეზოლუცია შეიძლება, დაეხმაროს ამის საბოლოოდ განხორციელებას, მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო“, – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.