ისრაელის ელჩმა გაეროში გილად ერდანმა გააკრიტიკა უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და განაცხადა, რომ დახმარებაზე ფოკუსირება არასაჭიროა და მოწყვეტილია რეალობისგან.
„ისრაელი უკვე უშვებს დახმარების მიწოდებას საჭირო მასშტაბით. გაერომ უნდა გაამახვილა ყურადღება მძევლების ჰუმანიტარულ კრიზისზე“, – აღნიშნა ლჩმა გილად ერდანმა.
ამასთან, ერდანმა მადლობა გადაუხადა ასევე აშშ-ს მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, რომ გაერომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს მოწოდებას ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზების გაფართოების შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი და სწრაფი მიწოდება.