პოლონეთში, კიევში მოლაპარაკებების შემდეგ, იმედოვნებენ, რომ შობამდე უკრაინასთან საზღვრის ბლოკადა შეწყდება

კიევში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ პაველ განჩარჟმა განაცხადა, რომ პოლონეთი იმედოვნებს, რომ შობამდე უკრაინასთან საზღვრის ბლოკადა შეწყდება.

პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ კიევში უკრაინელ კოლეგას სერგეი დერკაჩს შეხვდა.

მისი თქმით, კიევი და ვარშავა „ბოლო დეტალებს“ ათანხმებენ, რათა საზღვართან დაკავშირებით კომპრომისამდე მივიდნენ.

განჩარჟმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შედგება [პოლონეთის ინფრასტრუქტურის] მინისტრ კლიმჩაკის შეხვედრა კომიტეტთან, რომელიც საზღვარზე პროტესტს მართავს, და შობამდე ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ.

„უკრაინა იბრძვის. მაგრამ არის, ასევე, მეწარმეების ინტერესები, რომლებიც ნერვიულობენ საკუთარ არსებობაზე და იმაზე, რომ ამ გადაზიდვების ბაზრიდან შესაძლოა გასწიონ. ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სასტარტო პოზიცია ძალიან კარგია“, – აღნიშნა მან.