რუსეთმა შეიძლება აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს – სერგეი რიაბკოვი

თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის აქტივების კონფისკაციას მოახდენს, მოსკოვმა, შესაძლოა, ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„აშშ-ს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი ორივე ხელით ამ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ეკიდება,“ – განაცხადა რიაბკოვმა.

რიაბკოვი ამბობს, რომ რუსეთმა 2022 წლის თებერვალში შეიარაღებული ძალები გააგზავნა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში.

მისი თქმით, მოსკოვი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი არ იქნება, მაგრამ ეს შეიძლება მრავალი ფაქტორის გამო მოხდეს. რუსი დიპლომატი ამბობს, რომ აშშ-ს და რუსეთს შორის ურთიერთობები „ნულზე დაბლაა“ ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილი სამხედრო დახმარების გამო.

„დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ტრიგერი შეიძლება გახდეს აქტივების კონფისკაცია, მომდევნო სამხედრო ესკალაცია და სხვა ფაქტორები. მე ნეგატიურ პროგნოზების დეტალებისგან თავს შევიკავებდი“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

დასავლეთში განიხილება უკრაინისთვის რუსეთის გაყინული აქტივების გადაცემის შესაძლებლობა, რომელთა ოდენობა 300 მლრდ აშშ დოლარია. ეს თანხები რუსეთის აგრესიით გამოწვეული დანგრეული ეკონომიკის აღდგენა უნდა მოხდეს.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ფინანსურ სისტემას დიდ ზიანს მიაყენებს და რუსეთი საპასუხოდ დასავლეთის აქტივების კონფისკაციას მოახდენს.