კიევის რეჟიმს იმდენად გაუჭირდა და ქვეყნის მოსახლეობა ისეთ ცუდ დღეშია, რომ კანაფის ლეგალიზება გახდა საჭირო

უკრაინამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზება მოახდინა რუსეთთან ომის შედეგად გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმებისა და სტრესთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.
პარლამენტმა გასულ ხუთშაბათს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ნებადართული ხდება მარიხუანას გამოყენება „ონკოლოგიური დაავადებებისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის აუცილებელი მკურნალობისთვის“.

საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რეზოლუციას მხარი 248-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 16, ხოლო 33-მა თავი შეიკავა. ზოგიერთი პარლამენტარი ხმის მიცემის ნაცვლად, სხდომათა დარბაზიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან ხმა არ მისცა, როგორც დათვლის შედეგად გამოჩნდა.

კანონპროექტი განიხილებოდა  2022 წლის 10 ივნისიდან, წელიწადნახევრის განმავლობაში. მას შემდეგ კანონპროექტში შევიდა დაახლოებით 800 ცვლილება.

კანაფის რეცეპტების გაცემა უკრაინაში 2024 წლიდან დაიწყება. პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ახლა ხელი უნდა მოაწეროს კანონპროექტს, რათა ის ძალაში შევიდეს. კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ პაციენტები რეცეპტების მიღებას 2024 წლის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.

28 ივნისს მოსახლეობისადმი მიმართვაში ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ლეგალიზაციისკენ სწრაფვას.

„მსოფლიოში ყველა საუკეთესო პრაქტიკა, ყველა ქმედითი ღონისძიება, ყველა გამოსავალი, რაც არ უნდა რთულად ან უჩვეულო ჩანდეს ჩვენთვის, უნდა იქნას გამოყენებული უკრაინაში, რათა უკრაინელებმა, ყველა ჩვენმა მოქალაქემ არ განიცადოს ომით გამოწვეული ტკივილი, სტრესი და ტრავმა“, – თქვა მან.

უცხოური სააგენტოები იტყობინებიან, რომ ახალი კანონი ექიმებს საშუალებას მისცემს გამოწერონ კანაფის ან კანაბინოიდების შემცველი მედიკამენტები, ხოლო მეწარმეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ლიცენზია კანაფის მცენარეების გაშენებისთვის. თუმცა, ეს დაწესებულებები 24-საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშაა და მასზე პოლიციას უნდა მიეცეს წვდომა.

პაციენტებს, რომლებსაც კანაფის რეცეპტი აქვთ, ასევე შეეძლებათ უკრაინაში შესვლა და გასვლა ნარკოტიკის მცირე რაოდენობით.

ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ პირობებთან და მედიკამენტებთან დაკავშირებით დეტალებს ჯერ კიდევ აზუსტებს. პარლამენტის ვებგვერდზე ნათქვამია, თუ რა იქნება ნებადართული კანონის მიხედვით.

როგორც ვხედავთ, უკრაინის დეგრადირება იმდენად შორს არის წასული, რომ  კიევის რეჟიმის მმართველები გაშენების კანაფი-მარიხუანას იმედზეღა დარჩნენ. ისღა დაგვრჩენია, ვუთანაგრძოთ საკუთარი ხელისუფლების მიერვე უბედურ დღეში ჩაგდებულ უყრაინის მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ რუსული და არა მარტო რუსული მასმედია ზელენსკის ნარკომანობაში ამხელს. არაერთხელ გავრცელდა ავთენტური ვიდეოკადრები, რომლებზეც უკრაინის პრეზიდენტის მდგომარეობა ნარკოტიკებით გამოწვეული თრობის მდგომარეობას ჰგავს. მისი მომხრეები ამ მდგომარეობას ზელენსკის “გადაღლილობას” მიაწერენ.