“პუტინს უნდა ვუთხრათ, მოდით, დავზავდეთ, რუსეთმა და უკრაინამ ერთად უნდა წარადგინონ სარჩელი დასავლეთის წინააღმდეგ” – არესტოვიჩის მორიგი სკანდალური განცხადება

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი, ოლექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩი, რო­მე­ლიც ახლა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებს მიღ­მა იმ­ყო­ფე­ბა, მო­რიგ პსკანდალურ განცხადებას აკეთებს:

მისი თქმით, რო­გორც კი ქვეყ­ნებს შო­რის სამ­შვი­დო­ბო ზავი და­ი­დე­ბა, რუ­სეთ­მა და უკ­რა­ი­ნამ ერ­თად და­სავ­ლეთს უნდა უჩივ­ლონ.

“ახლა ერ­თმა­ნე­თის ასო­ბით, ათო­ბით ათას ადა­მი­ანს დავ­ხო­ცავთ ავ­დე­ევ­კას­თვის, ჩა­სო­ვ-ი­ა­რის­თვის. და რის­თვის? რას მი­ი­ღებს ამით რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნა?!

რას მი­ვაღ­წი­ეთ ის­ტო­რი­უ­ლად? ჩვენ (უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი – რედ.) მო­ვე­წო­ნეთ ვა­შინგტო­ნი­სა და ბრი­უ­სე­ლის სა­ოლ­ქო კო­მი­ტე­ტე­ბის ბი­ძი­ებს, რომ­ლე­ბიც დგა­ნან და ტაშს უკ­რა­ვენ – უყუ­რე­ბენ, რო­გორ ახ­ტე­ბა ორი მა­ი­მუ­ნი ერ­თმა­ნეთს და­ნე­ბით?

და ეს ყვე­ლა­ფე­რი რად გვინ­და? პუ­ტინს უნდა ვუ­თხრათ: “მო­დით, დავ­ზავ­დეთ“. მაგ­რამ ჩვენ ეს ზავი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეშ­მა­კუ­რად უნდა დავ­დოთ: წარ­ვად­გი­ნოთ კო­ლექ­ტი­უ­რი სარ­ჩე­ლი და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. უკ­რა­ი­ნამ და რუ­სეთ­მა ეს ერ­თად უნდა გა­ა­კე­თონ. და­სავ­ლე­თი ჩვენ­თან ვალ­შია“, – გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ექსმრჩე­ველ­მა.

 

წყარო: https://www.ambebi.ge/article/303725-putins-unda-vutxrat-modit-davzavdet-rusetma-da/