რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნუთუ, ნეთანიაჰუ ჰიტლერზე ნაკლებს აკეთებს, ის მხარდაჭერას იღებს დასავლეთისგან და ამ მხარდაჭერით რა გაუკეთეს 20 000-ზე მეტ ღაზელს? მოკლეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დაადანაშაულა და ჰიტლერს შეადარა.

„ისინი ჰიტლერს მოგვანატრებენ. ნუთუ, ნეთანიაჰუ ჰიტლერზე ნაკლებს აკეთებს? არა. ჰიტლერი ისეთი მდიდარი არ ყოფილა, როგორც ის. ეს უფრო მდიდარია, ვიდრე ჰიტლერი. ის მხარდაჭერას იღებს დასავლეთისგან. ყველა სახის მხარდაჭერა მოდის აშშ-სგან და ამ მხარდაჭერით რა გაუკეთეს 20 000-ზე მეტ ღაზელს? მათ ისინი მოკლეს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, გერმანია ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას არ აკრიტიკებს, რადგანაც „დღემდე იხდის საფასურს ჰიტლერის დანაშაულებისთვის“.

„შეხედეთ, გერმანიას, ისინი ჯერაც აგრძელებენ ჰიტლერისთვის საფასურის გადახდას. სწორედ ამიტომაც, გერმანია ხმას არ იღებს. ის თავდახრილია, მაგრამ ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს“, – განაცხადა ერდოღანმა.