სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, აამოქმედოს მის ხელთ არსებული ბერკეტი

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულას“ გადაცემა „ღამის კომენტარისთვის“ მიცემულ წერილობით ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეუძლია აამოქმედოს მის ხელთ არსებული ბერკეტი.

„დღეს ქალბატონ პრეზიდენტს შეუძლია, აამოქმედოს მის ხელთ არსებული ბერკეტი, რომელიც მთლიანად გააჯანსაღებს ტოქსიკურ ატმოსფეროს და ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გადალახვას.

დღეს ძალიან დიდი ნაწილი ამომრჩევლის მიიჩნევს, რომ ის მთლიანად იგნორირებულია და ფაქტობრივ ტყვეობაში იმყოფება. თუ ამ ჩვენს თანამოქალაქეებს ქალბატონი სალომე ამ განცდას მოუხსნის, ის ძალიან გაიძლიერებს საკუთარ პოზიციებს და ასევე, დაიმკვიდრებს ადგილს საქართველოს ისტორიაში და ეს ადგილი იქნება ძალიან პოზიტიური,“ – აცხადებს სააკაშვილი.