ავტოკატასტროფა თურქეთში – დაიღუპა 10 ადამიანი და 57 დაშავდა

თურქეთში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 57 დაშავდა.

როგორც თურქული მედია იტყობინება,  ჯაჭვური ავარია გაურკვეველი მიზეზით მოხდა. ერთმანეთს 7 მანქანა, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა დაეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

წინასწარი ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეები დაშავებულებს და გარდაცვლილებს შორის არ არიან. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. იმედია არაფერი შეიცვლება.