საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

„საფრანგეთი კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის ბრალდებებს საკუთარი გადაწყვეტილების გასასამართლებლად. საპასუხოდ, საფრანგეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.