ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი იტყობინება.
ამავე ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS და HIMARS სისტემებისთვის,155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს; Stinger, TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.
პაკეტში ასევე შედის 15 მილიონზე მეტი ტყვია, ასაფეთქებელი დაბრკოლებების გასასუფთავებლად, სათადარიგო ნაწილები, სამედიცინო აღჭურვილობა, სარემონტო და სხვა დამხმარე აღჭურვილობა.
მანამდე კი, თეთრმა სახლმა განაცხადა რომ მას აქვს თანხები უკრაინის სამხედრო დახმარების მხოლოდ ერთი პაკეტისთვის.