შეერთებულ შტატებში უკვე მეორე შტატმა,დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. კოლორადოს შემდეგ, ექსპრეზიდენტის საარჩევნო ბიულეტენში ჩაწერა მენის შტატმაც აკრძალა. ორივე შტატში გადაწყვეტილება კონსტიტუციის მე-14 შესწორებით განმარტეს, რომელიც ამბოხების მონაწილეებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.
დონალდ ტრამპს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის წაქეზებაში ადანაშაულებენ. ტრამპის ადვოკატები ორივე აკრძალვის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.