უნგრეთის დედაქალაქში უხვი ნალექის შედეგად, მდინარე დუნაი ადიდდა. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ბუდაპეშტის რამდენიმე რაიონი დატბორა.
წყლის დონემ თითქმის 7 მეტრს მიაღწია. ეს უმაღლესი მაჩვენებელია 2013 წელს დაფიქსირებული 8,91 მეტრის შემდეგ, როდესაც მაისის ბოლოს ძლიერი წვიმის შემდეგ ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობა დაიწყო.