უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ, რეალურად დასანქცირებული ვარ ყველაზე უხეში მეთოდებით და უხეში გზებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, დასანქცირებულია და ოპოზიცია ტყუილად ამტვრევს ღია კარს.
„ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე ვარ სანქცირებული, რომ გაგიხარდეთ, ვისაც გიხარიათ. მე რეალურად სანქცირებული ვარ, დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით და უხეში გზებით. ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით. უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად, სანქცირებული ვარ, ამიტომ, ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს. დაასანქცირეთ და დაასანქცირეთო. დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რათა კიდევ დავეხმარო ქვეყანას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.