რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

“უკრაინამ გაეროს 30 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოითხოვა, რომ ეკვადორმა [გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა] მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის განსახილველად, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება”, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

 

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, რუსეთის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 160 ადამიანი დაშავდა.