საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 08:58 საათზე, დმანისთან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან – 53კმ-ში ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთი – 9კმ-ში სოფელ საკირეში იყო.