ბერლინში ახალი წლის ღამეს დაანონსებული პროპალესტინური აქცია აკრძალეს

ბერლინის ხელისუფლებამ ახალი წლის ღამეს პროპალესტინური აქცია აკრძალა. ამის შესახებ DW იტყობინება.

სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, არსებობს მუქარა, რომ აქცია გამოიწვევს წაქეზებას დაშინებას და ძალადობას.

აქცია ლოზუნგით „არავითარი ზეიმი გენოციდის დროს“ ახალი წლის ღამეს 22:30 საათიდან 1-ელი იანვრის დილის პირველ საათამდე დაანონსდა.

აქციის ორგანიზატორები ისრაელს ღაზას სექტორში სამხედრო მოქმედებების გამო გენოციდში ადანაშაულებენ.

აქციის აკრძალვა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ამასთან, გამოცხადებულმა აქციამ კრიტიკა გამოიწვია, კერძოდ, პოლიციისთვის დამატებითი სამუშაოს გამო, რომელიც ახალი წლის ღამეს ზეგანაკვეთურად მუშაობს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა, ევროპაში ეკლესიებზე ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ ცნობების ფონზე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორისტები ვერ შეზღუდავენ ევროპელების ცხოვრებას.