იშიკავას პრეფექტურის ხელისუფლების ინფორმაციით, იაპონიაში ახალი წლის დღეს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.
პრემიერ-მინისტრ ფუმიო კისიდას განცხადებით, მაშველები იმ ადამიანებამდე მიღწევას ცდილობენ, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.
როგორც CNN შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში მიწისძვრის ეპიცენტრთან 35-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, იაპონიის იშიკავას პრეფექტურაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მოხდა.