ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე 2 იანვრის დილას განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე დარტყმებს ახორციელებენ.
როგორც IDF-ის განცხადებაშია ნათქვამი, მათი სამიზნეები ისრაელის არმიის ინფრასტრუქტურა, თუმცა, ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის სამიზნეების ადგილმდებარეობა.
სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმები დამასკოს მახლობლად მდებარე ობიექტებზე განხორციელდა.