იაპონიაში, ჰანედას აეროპორტში სანაპირო დაცვის თვითმფრინავსა და სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახების შედეგად, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა.
როგორც მედია წერს, თვითმფრინავის პილოტი კი მძიმედ არის დაშავებული.
როგორც იაპონიის სანაპირო დაცვა აცხადებს, მათი კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა, ნიიგატას აეროპორტისკენ მიდიოდა, რათა ნოტოს ნახევარკუნძულზე დახმარება მიეწოდებინა მიწისძვრით დაზარალებულებისთვის.
ამავე ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მის ბორტზე მყოფი 379 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა.