დღესასწაულის მეორე დღეს ქუჩაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს! – სად დატრიალდა უბედურება

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, 50 წლამდე კაცი ქუჩაში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.

ინფო რუსთავი