გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. არსებული ცნობით, მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.
როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.