„ჰეზბოლა“ პირობას დებს, რომ უპასუხებს ისრაელის მიერ „ჰამასი“ ლიდერის მოადგილის სალეჰ ალ-არაურის მკვლელობას.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს დანაშაული რეაგირებისა და სასჯელის გარეშე არ დარჩება“, – ნათქვამია ლიბანური ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ მებრძოლები გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან საპასუხოდ.
ტერორისტული დაჯგუფება ისრაელის სავარაუდო დარტყმას უწოდებს „სერიოზულ თავდასხმას ლიბანზე, მის ხალხზე, მის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტზე“.
შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეჰ ალ-არური დაიღუპა.