იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა.

როგორც მედია წერს, მიწისძვრით დაზიანებულ რაიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, რამაც მეწყერის შიში გამოიწვია. ხელისუფლება შიშობს, რომ ამას შეიძლება კიდევ უფრო მეტად შეაფერხოს ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანის მცდელობები.

„სუზუში, ქალაქში, სადაც 5 000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, ხელისუფლებამ ვერ შეძლო დახმარების 72 თხოვნაზე რეაგირება“, – განაცხადა მერმა.

2016 წლის შემდეგ ეს მიწისძვრით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია ქვეყნისთვის. 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე ორშაბათს შუადღისას მოხდა. მან გაანადგურა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა.