ჰასან ნასრალა: “ისრაელი აუცილებლად ინანებს… ვიბრძოლებთ წესების გარეშე თუ ლიბანის წინააღმდეგ ომის წარმოების მცდელობა იქნება”

შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ სატელევიზიო გამოსვლისას „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობის გამო „ჰამასს“ მიუსამძიმრა.

„ბიბისი“ ნასრალას გამოსვლიდან ძირითად პუნქტებს აქვეყნებს.

ნასრალას თქმით, თუ იქნება ლიბანის წინააღმდეგ ომის წარმოების მცდელობა, „ჰეზბოლას“ ბრძოლა წესების გარეშე იქნება.

ნასრალა აცხადებს, რომ  ამერიკელების ისრაელის მთავრობისადმი მხარდაჭერა ხელს უშლის ღაზაში ომის დასრულებას.

მან შეაქო ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუთის“ მოძრაობა წითელ ზღვაში გემების დამიზნების გამო.

მან სალეჰ ალ-არურს „დიდი ლიდერი“ უწოდა.

ჰასან ნასრალამ ასევე თქვა რომ თუ ისრაელი გადაწყვეტს ომის დაწყებას ლიბანზე, „ისრაელი აუცილებლად ინანებს“.