აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ირანში მომხდარი აფეთქების უკან, რომელსაც, სულ მცირე, 103 ადამიანი ემსხვერპლა, „ისლამური სახელმწიფო“ შეიძლება იდგეს.
„ეს ტერორისტულ თავდასხმას ჰგავს. ისეთი რამ, რასაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ წარსულში აკეთებდა. ეს არის ჩვენი ვარაუდი ამ მომენტისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებას 103 ადამიანი ემსხვერპლა და 141 დაშავდა.