რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მნიშვნელოვან დოკუმენტს, უცხოელი სამხედროებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უცხოელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონტრაქტს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის შესახებ.

დოკუმენტი გამოქვეყნდა იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე.

”უცხოელ მოქალაქეებს, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ან სამხედრო ფორმირებებში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს სამსახურის შესახებ, უფლება აქვთ, წარმოადგინონ განცხადება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებაზე <…>”, – ნათქვამია ბრძანებულებაში.

ასევე, რუსული პასპორტის აღებას შეძლებენ ის უცხოელები, რომლებიც სპეცოპერაციის დროს სამხედრო სამსახურს გაივლიან შეიარაღებულ ძალებში ან რუსეთის სხვა სამხედრო ფორმირებებში. ეს ეხება მათაც, ვინც ამავე პერიოდში ჯარში სამსახური დაამთავრა.

მოქალაქეობის უფლება აგრეთვე ენიჭებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სამხედრო მოსამსახურეთა მეუღლეებსა და შვილებს.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ უცხოელები, რომლებიც განაცხადს შეიტანენ რუსეთის მოქალაქეობაზე, გაივლიან სავალდებულო თითის ანაბეჭდის რეგისტრაციას. ისინი არ უნდა იყვნენ ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლები და არ უნდა ჰქონდეთ გარშემო მყოფთათვის საშიში ინფექციური დაავადებები.