აშშ-ის კონგრესში 2024 წლის ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ის კონგრესში 2024 წლის ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

„შეთანხმება დაგვაახლოებს იმასთან, რომ თავიდან ავიცილოთ მთავრობის მუშაობის შეჩერება და დავიცვათ მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ზედა ზღვარი 1,6 ტრილიონი დოლარი იქნება. ამ თანხიდან 886 მილიონი თავდაცვითი ხარჯებია, რომელიც მოიცავს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილ 300 მილიონი დოლარს.

სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება, რათა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებამ, რომელთა მიღწევასაც რესპუბლიკელები ცდილობენ, არ მოახდინოს გავლენა ვეტერანების დახმარებასა და ჯანდაცვის სექტორის დაფინანსებაზე.