აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ავტომობილი თეთრი სახლის გარე პერიმეტრის ღობეს დაეჯახა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია და ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ერთი თვის წინ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აშშ-ის დელავერის შტატის მკვიდრი შეერთებულ შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კორტეჟს დაეჯახა.