ვლადიმერ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ესტონეთში იმყოფება. ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის პრეზიდენტმა ალარ კარისმა უმასპინძლა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენ მივესალმებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესტონეთში. ჩვენი მყარი მეგობრობა ემყარება საერთო ფასეულობებს, იდეალებს, რომლისკენაც მივისწრაფვით – ესაა დემოკრატია და თავისუფლება“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი  ზელენსკი ესტონეთში ლიეტუვიდან ჩავიდა, შემდეგ კი, ლატვიაში გაემგზავრება.