რუსეთის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თვალსაზრისით ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თითქოს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ და გვანადგურებენ, მაგრამ მთლიანობაში ეკონომიკის მოცულობით ევროპაში პირველები გავხდით. ჩვენ გავუსწარით გერმანიას და მსოფლიოში მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, იაპონია, რუსეთი – ევროპაში ნომერ პირველი ვართ”, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მხრივ, მთელ ევროპას უსწრებს, მაგრამ ჯერ კიდევ არის სამუშაო.
„ერთ სულ მოსახლეზე ჯერ კიდევ მეტი უნდა შევეცადოთ, ამიტომ ჯერ კიდევ არის რაღაც, რაზედაც უნდა ვიმუშაოთ“, – აღნიშნა პუტინმა.