ეკლესიის უპირველესი მიზანი ყველა სულის გადარჩენაა..
სამწუხაროდ, არ გაკეთდა აქცენტი
ყველაზე მთავარზე, რომ უდიდესი იმპერიის, თან ათეისტური იმპერიის მთავარი პირი მიდის დახმარების სათხოვნელად ქალთან, რომელშიც უფლის გამოვლენილ ძალას ხედავს. რჩევას ეკითხება მას და ასრულებს! ასრულებს!!!!!
ასრულებს მხოლოდ ხატის ქალაქებზე შემოტარებით კი არა, არამედ, ეკლესიების გახსნით, ციხეებიდან ლენინ-ტროცკი-ეჟოვის მიერ დაპატიმრებული და რეპრესირებული სასულიერო პირების გამოშვებით და ყველაზე მთავარი – საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის აღდგენით!!!
ამ ე.წ. ლეგენდაზე ითქმის, სიმართლე რომ არ იყოს, უნდა გამოიგონოო!!!
არ დასტურდება სტალინის და ნეტარი მატრონას შეხვედრაო და სად ეძიეთ, სად ნახეთ?!
აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი გაქვთ ნანახი არქივებში?!
ყველა დოკუმენტი, გრიფით “საიდუმლო”, ექსკლუზიურად გაგიხსნათ ვინმემ და ამოიკითხეთ რამე?!
ძალიან დასანანია, ძალიან!!!
ღმერთო მაპატიე და ასე მგონია, პატრიარქთან რომ მასაუბრა ამაზე, დამეთანხმებოდა! მას ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ სტალინი გამოჩენილი ფიგურაა და მისნაირები იშვიათად იბადებიან!
ისე, ყველას მინდა ვკითხო, რა კრიტერიუმებით აფასებთ სტალინს?
ეკონომიკას, ინდუსტრიალიზაციას და უძლეველ არმიას რომ თავი დავანებოთ, მას მხოლოდ ილია-შოთა-ჯავახიშვილისთვის კუთვნილი ადგილის მინიჭება ეყოფოდა სახელისთვის!
კაცმა საკუთარი შვილი გაწირა იმისთვის, რომ თქვენ, თქვენი მშობლები დაბადებულიყავით და ბებია-ბაბუებთან ერთად მსოფლიოში უძლეველ სახელმწიფოში გეცხოვრათ ადამიანურად!
გეშრომათ ადამიანურად, დაგესვენათ ადამიანურად!
გ ე ც ხ ო ვ რ ა თ და არ ყოფილიყავით კაპიტალისტების სათამაშო მონები!
ფაშიზმი დაამარცხა და მსოფლიოში ძალთა ბალანსი შექმნა! რა გაგიკეთებიათ მისი ფასის, კაცი 70 წელია მკვდარია და დღესაც ეშინია მისი სახელის მსოფლიოს ბალასტს!
გეყოთ რა მართლა!
ხატებზე და ფრესკებზე მხოლოდ წმინდანები არა, სასულიერო ისტორიის ფიგურებიც გამოისახებიან შესაბამის სცენებში. მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, გაიგო ეს ყველამ!
ფრაზა “სტალინი დედა მატრონას არ შეხვედრია” უკვე თავის თავშივეა პრობლემა, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არ შეხვედრია!!!!
არ არის გახსნილი ყველა დოკუმენტი არქივებში, რომ წავიკითხოთ მისი ცხოვრების ყველა ნაბიჯი სრულყოფილად და ამის მტკიცება, სულ მცირე, უაზრობაა!!!
ასე რომ, ყველამ შეეშვით მაგ ხატს!
მაია დვალიძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი