Financial Times: უკრაინისთვის 50 მილიარდის დახმარების გამოყოფის გამო, ევროკომისია მზადა უნგრეთთან მიმართებით დათმობებზე წავიდეს

ევროკომისია მზადაა უნგრეთის ზოგიერთ მოთხოვნას დაემორჩილოს, რათა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფისთვის ვეტო დაძლიოს. ამის შესახებ The Financial Times-ი რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა წერს, იმისთვის, რომ უნგრეთი დაარწმუნონ, უარი თქვას ვეტოზე, ევროკომისია მზადაა, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უფლება მისცეს შეაჩეროს 2025 წელს, დაფინანსების შესახებ შეთანხმება შეაჩეროს.

გასული წლის დეკემბერში უნგრეთმა უკრაინისთვის დახმარების €50-მილიარდიანი პაკეტი დაბლოკა.