„ხელები შორს იემენისგან“ – თეთრი სახლის წინ აქცია გაიმართა

აშშ-ში, თეთრი სახლის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, აქციის მონაწილეთა ჯგუფს ბანერები ეჭირათ წარწერით – „ხელები შორს იემენისგან“.

მედიასაშუალების ცნობით, აქციის მონაწილეები აშშ-ის ხელისუფლებას მიმართავდნენ და იემენს სკანდირებდნენ.

აქცია ორგანიზებული იყო ომის საწინააღმდეგო ჯგუფების Code Pink და ANSWER კოალიციის მიერ.

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაადასტურეს, რომ იემენში ჰუსიტების ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა.

დარტყმები დაფიქსირდა დედაქალაქ სანში, ჰუსიტების წითელი ზღვის პორტში ჰუდაიდაში, დამარში და საადაში.