ნიკოლოზ მჟავანაძე საპატრიარქოში ჩაბუდებულ უსულო კოლაბორაციონისტებს ამხელს

,,ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება,’ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი”.
დღეს იმავეს – უფალი საპატრიარქოზე იტყოდა.

 

ილია მეორე:
“სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა, ასეთები იშვიათად იბადებიან. მას გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა… ის მორწმუნე იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.
მან შესანიშნავად იცოდა ქართული ენა, ქართული სიმღერები, საგალობლები. როდესაც ის გარდაიცვალა, მე სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. და ჩვენ ყველანი ვიდექით სააქტო დარბაზში და ვტიროდით, როდესაც მას ასაფლავებდნენ.
სტალინის პიროვნებაზე ჩვენ ბევრს გვიამბობდა ჩვენი რექტორი კონსტანტინ რუჟიცკი, რაც მას გაგებული ჰქონდა უწმინდესი პატრიარქი ალექსი პირველისგან. ალექსი I, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, განსაკუთრებული ადამიანი იყო, დიდ კულტურითა და სულიერებით. ის ძალიან აფასებდა და უყვარდა სტალინი.
ერთხელ, როდესაც სტალინმა ის მიიღო, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მიმართა მათ: “რაში გჭირდებათ დახმარება?” და მათ უპასუხეს, რომ მადლობელი იყვნენ იმისთვის, რომ მან ნება დართო გაეხსნათ ტაძრები. მან კი უპასუხა: “არა, ეს საკმარისი არ არის. გახსენით სასულიერო სემინარიები და აკადემიები”. ეს თვითონ მან თქვა. ის ხომ თავად იყო სემინარიელი. მან იცოდა სასულიერო განათლების ფასი”.
ანდრია ჯაღმაიძე ეკლესიიდან უნდა მოიკვეთოს როგორც უფლის და სამშობლოს გამყიდველი!
მატრონას შეხვედრა სტალინთან არ დასტურდებაო… გადაამოწმეთ, წმინდა გიორგის გველეშაპთან შეხვედრა დასტურდება?!
არ გამიკვირდება, საპატრიარქომ პარლამენტთან მდგარი ჯვრის მოხსნაც რომ მოითხოვოს!
არ გამიკვირდება, ნატა ფერაძეს საპატრიარქომ მადლობაც რომ გადაუხადოს, ჩვენ შეგვეშალა და შენ დაგვეხმარე შეცდომის გამოსწორებაშიო!
ქუდზე კაცი❗️❗️❗️
13 იანვარს❗️❗️❗️
15:00 საათზე❗️❗️❗️
პარლამენტთან❗️❗️❗️
გამოდით ყველა, ვისთვისაც ეს ქვეყანა სულერთი არაა❗️❗️
ავტორი: ნიკოლოზ მჟავანაძე, წყარო: სოციალური ქსელი