„შენ გამო მე ეკლესიაზე არასდროს ავიცრუებ გულს“ – ბექა ვარდოსანიძე ანდრია ჯაღმაიძეს

კონსერვატიული მოძრაობის“ წევრი, ბექა ვარდოსანიძე სოციალური ქსელით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრის ჯაღმაიძეს, მიმართავს.

„ანდრია ჯაღმაიძე შენი სიტყვებია !!!
ტრამპი რომ მოვა შენ უნდა იყოს მისი წარმომადგენელი საქართველოშიო ?
ახლა “ეს ადამიანი გავხდი” !!!
შენ გამო მე ეკლესიაზე არასდროს ავიცრუებ გულს ?
პირიქით უფრო დავიცავ !!!
შენი სასოწარკვეთილი ქოცები ისეთ დღეში ჩაგაგდეთ რომ ყალბ პოსტს ყალბ პოსტზე ქმნიან ,აქედან დასტური ვის ინტერესებს ემსახურებით !!!“, – წერს ის.

შეგახსენებთ, მათ შორის დაპირისპირება სამების საკათედრო ტაძარში წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე  იოსებ სტალინის, გამოსახვასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს გუშინდელ საგანგებო განცხადებას მოჰყვა.

მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ – საპატრიარქო

 

ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს – საქართველოს საპატრიარქო